Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ყვარელის სოფლებში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

17 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ჩანტლისყურესა და საცხენეს მოსახლეობამ. იურიდიული დახმარების სამსახურის ..

2025-09-19

ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო

2025 წლის 15 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების- ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ. იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ..

2025-09-16

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა

2025 წლის 1 და 2 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა. 1 და 2 სექტემბერს ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქისტაურის,ზემო ხოდაშნის, მატნი..

2025-09-15

თელავისა და ყვარლის სოფლებს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა განაგრძობს საქმიანობას კახეთის რეგიონში. 2025წლის 10 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფარეულისა და ლაფანყურ..

2025-09-12

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის და დროშის დღე აღნიშნეს

23 აგვისტოს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) "კანონის უზენაესობის პროექტის" მენეჯერი ლევან ასათიანი უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის უკრაინულ სა..

2025-08-25

საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გაიმართა

2025 წლის 22 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს - დავით სიმონიას, იურიდიული დახმარების საბჭოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - რევაზ ნადარაიას შორის. ..

2025-08-24

შედგა შეხვედრა ბათუმის უკრაინულ სახლში

22 აგვისტოს, ბათუმის უკრაინულ სახლში შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრა უკრაინელ ლტოლვილებთან. ინფორმაციის, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ უკრაინელებს გააცნო იურიდიული დახმარე..

2025-08-22

რუისპირში, ყარაჯალასა და ვარდისუბანში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

15 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც ცნობილია, მობილური საკონულტაციო ცენტრი წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ მიკროასვტობუსს, სადაც შესაძლებელია იურიდიული დოკუმენტების მომზად..

2025-08-18

გორის თავშესაფარში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 29 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა შეხვედრა გამართეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გორის თავშესაფრის ბენეფიციარებთან. შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებ..

2025-07-30

სოფელ კოდაში შეხვედრა ჩატარდა

21 ივლისს, გორის იურიდიული დახმარების ბიურო უფროსი გიგა ჯეირანაშვილი მონაწილეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში გამართულ შეხვედრაში. კოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია შეხვედრები,..

2025-07-22