2026 წლის 4 მარტიდან იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა.

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სოფელ ნერგიეთს ესტუმრნენ.

იურისტებმა მაია ხვადაგიანმა, ინა მელაძემ და ნათია ნერგაძემ სოფლის მოსახლეობას გაუწიეს კონსულტაციები სოციალური დახმარების დანიშვნის,მიწის სისტემურ რეგისტრაციის, ჩუქების და მემკვიდრეობის მიღების, სესხის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით