მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურის" დირექტორი - დავით სიმონია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჰონგ კონგში, (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სადაც ადგილობრივი იურიდიული დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის: სისხლის სამართლის სფეროში არსებული გამოცდილება, ბავშვთა უფლებების დაცვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობაში, მოქმედი მანდატები და ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მამხილებელთა დაცვის პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით ჰონგ კონგის გამოცდილების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განხორციელებულმა ინოვაციურმა რეფორმებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კოლეგებში.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით, მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.