სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს საქველმოქმედო ტრადიციას, რომელიც ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს უკავშირდება. 

ამჯერად სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ შეგროვილი თანხით ღონისძიება ჩატარდა დაბა აგარის ინგლისური ენის ცენტრში. აქ, აგარასა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები უცხო ენას ეუფლებიან.  

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ცენტრის მოსწეავლეებს. მან მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ესაუბრა ბავშვის უფლებათა დაცვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსების შესახებ, გააცნო ბულინგის, დისკრიმინაციის და ტოლერანტობის სამართლებრივი ასპექტები.
აგარის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ იკოშვილმა სტუმრებს  დაწესებულების მუშაობის თავისებურებები გააცნო.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ცენტრი საჭირო საკანცელარიო ნივთებით მომარაგდა, ხოლო მისი ბიბლიოთეკა იურიდიული დახმარების სამსახურისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაფართოვდა.