მიმდინარე წლის ნოებმერ-დეკემბერში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, ბათუმის და ზუგდიდის ბიუროს ადვოკატები მონაწილეობდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ "ნარინჯისფერ კვირეულში", რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს და მიაწოდეს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ. გაწული იქნა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები.