ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს წარმომადგენლებმა ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის თემები მოიცავდა: ბავშვის უფლებათა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსებს, ბულინგის, დისკრიმინაციისა და ტოლერანტობის საკითხებს, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს.
ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ფსიქოლოგის ჩართულობას. სამსახურის ფსიქოლოგმა შეხვედრა წარმართა ინტეგრირებული, არტთერაპიული და საკომუნიკაციო ტექნიკებით, რაც დაეხმარა მოსწავლეებს: საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში; რთული თემების მშვიდ გარემოში გააზრებაში; ერთმანეთთან ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში; ფსიქოლოგის როლისა და მნიშვნელობის უკეთ აღქმაში.
ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ რატომ არის საჭირო ფსიქოლოგის ჩართულობა სკოლასა და საზოგადოებაში.
შეხვედრა იყო ინტერაქციული, განათლებაზე ორიენტირებული და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული. მსგავსი ტიპის აქტივობები სკოლაში გაგრძელდება სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.