ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე მონაწილეობდა ევროპის საბჭოსმიერ, სპეციალიზებული იურისტებისა და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 2025 წლის 3-4 ნოემბერს ჩატარდა.
აღნიშნული შეხვედრა ყოველწლიურია და მისი მიზანია მიმოიხილოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ტრეგფიკინგის მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარების მიმართულებით.
მიხეილ ხურციძემ კოლეგებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი საკანონმდებლო მანდატი და გამოცდილება, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ ადვოკატებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სფეროში გააჩნიათ.