ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 6 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია,თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
მან ახალგაზრდებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა ადვოკატის პროფესიის თავისებურებებსა დასაზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტ "პარალეგალების" პრეზენტაციას, რომელიც მალე ამოქმედდება და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გააერთიანებს.
როგორც ცნობილია, "პარალეგალები" გაივლიან სპეციალურ გადამზადებას სამართლებრივ საკითხებში და შეძლებენ პირველადი იურიდიული დახმარების -კონსულტაციის გაწევას. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში.