2025 წლის 29 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა.

დავით სიმონიამ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და ესაუბრა იურიდიული დაქმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "პარალეგალების" წარდგენას. პროექტი განკუთვნილია დამწყები იურისტებისათვის ან არაიურისტი პირებისათვის, რომლებიც სპეციალური გადამზადების შემდეგ პირველადი იურიდიული დახმარების გაწევას შეძლებენ. 

სტუდენტები დაინეტერსდნენ პროექტის დეტალებით და მასში აქტიური ჩართვის სურვილი გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რაც ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობას მოიცავს