ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმნისტრაციის თანამშრომლებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ნაფიც მსაჯულთა შერჩევა”. ტრენინგს უძღვებოდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ადვოკატები: დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანი საქმეთა ბიუროს უფროსი გელა სიორდია და აღმოსავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანი საქმეთა ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე.
ტრენერებმა მიმოიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მსაჯულთა შერჩევის თეორიული პრინციპები და თავიანთი უშუალო გამოცდილება გაუზირეს კოლეგებს.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.