ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 23 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტის დირექტორმა თეა ჯუღელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების გადამზადების, პრქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიების ფარგლებში.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დავით სიმონია სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, წარუდგინა პროექტი "პარალეგალები", რომელიც დამწყები იურისტების და არაიურისტი პირების გადამზადებას გულისხმობს და რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. სტუდენტებმა პროექტის მიმართ დიდი ინტერსესი და მასში ჩასართავად მზადყოფნა გამოხატეს.