15 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც ცნობილია, მობილური საკონულტაციო ცენტრი წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ მიკროასვტობუსს, სადაც შესაძლებელია იურიდიული დოკუმენტების მომზადება და ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით. მიკროავტობუსი შეძენილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.

ამავე დღეს, ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - რუსიპირის, ყარაჯალის (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელი)  და ვარდისუბნის მოსახლეობამ. კონსულტაციების დაწყებამდე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ, ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ და თელავის იურიდიულიო დახმარების ბიუროს უფროსმა ლიანა ჭუნიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უაფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. ადვოკატებმა თამარ ბაწელაშვილმა და ალექსი ტუსნიაშვილმა ცენტრის დახმარებით აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებლებს იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.  

აღსანიშნავია, რომ აგვისტო-სექტემბერში თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს და ქალაქებს ესტუმრებიან და ცენტრის დახმარებით ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ ყველა დაინტერესებულ პირს.