ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 29 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა შეხვედრა გამართეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გორის თავშესაფრის ბენეფიციარებთან. შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, მისთვის მინიჭებული საკანონმდებლო მანდატიდან გამომდინარე, ინტენსიურად ახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და თითოეულ ბენეფიციარს საზოგადოებრივი ადვოკატები ინდივიდუალურად ემსახურებიან.
მჯერად ადვოკატებმა თავშესაფარში მყოფებს ფართოდ გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მომსახურების პირობები, ესაუბრნენ დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ბენეფიციარებს აწუხებთ, უპასუხეს სამართლებრივ შეკითხვებს.