მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ქეთევან თალაკვაძის ძალისხმევით, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდა.

სასამართლოს განჩინებით, ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე, სისხლის სამართლის კოდექსის 238 -ე პრიმა  მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით ბრალდებული გ.გ-ს საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო.  გ.გ.-ს გირაოს სახით 5000 ლარი ჰქონდა შეტანილი. საპროცესო შეთანხმების გაფომების შედეგად, მას  5 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებოდა და ხანგრძლივად შეეზღუდებოდა მთელი რიგი უფლებები.

დაცვის მხარის შუამდგომლობით მოხდა საქმეთა გაერთიანება. ადვოკატი დაეყრდნო 2021 წლის 5 მარტიდან ამოქმედებულ კანონს - ,,ნარკოტიკული  საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", ცვლილებების შეტანის  თაობაზე, რომლის თანახმადაც, შეიცვალა ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ოდენობები, მიმართა   თბილისის სააპელაციოს სასამართლოს  შუამდგომლობით და გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, დადგა გამამართლებელი განაჩენი.  შესაბამისად, ბრალდების მხარეს აღარ ჰქონდა გ.გ.-ს მიმართ ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე , ბრალდების მხარემ უარი თქვა ბრალდების ნაწილზე, ხოლო ნაწილი ბრალდების შემსუბუქდა და ,,ამნისტიის კანონების ,, საფუძველზე  - გ.გ. სრულად  გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.