2025 წლის 3 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ მარინა ლიპარტელიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: ძალადობის პრევენცია და რეაგირება, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების  დაგეგმვა და განხორციელება, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო კამპანიების ჩატარება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიურო (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6), რომლის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სამომავლო პროექტების განხორციელებაში, რათა მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს