2025 წლის 23 ივნისს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის  2024 წლის საქმიანობის ანგარიში. 

დავით სიმონიამ ყურადღება გაამახვილა სტატისტიკურ მონაცემებზე:

სამსახურის მიზნებს შორისაა მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა უფასო იურიდიული დახმარების სერვისებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის მუშაობა. ჩატარდა 62 შეხვედრა გურიაში,  სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან და ოკუპირებულ ზონასთან ახლომდებარე სოფლებში. ასეულობით ადამიანს გაეწია უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.

დავით სიმონიამ უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.