ცხელი ხაზი: 292 00 55
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 11-დან 18 წლამდე 200 მილიონზე მეტი ბავშვი არის შრომაში ჩაბმული, აქედან 115 მილიონი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მუშაობს, საქართველოში 2020 წლიდან მოქმედებს "ბავშვის უფლებათა დაცვის" კოდექსი, რომლის იმპლემენტაციაში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ამასთან დაკავშირებით, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მარიამ გელაშვილი, თამარ გამეზარდაშვილი და დავით ჯიქია ქალაქ რუსთავის მედიათეკაში უძღვებოდნენ საჯარო ლექციასა და დისკუსიას ბავშვთა შრომის სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებზე.
იურისტებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით, იმსჯელეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე და წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის საკანონმდებლო მანდატი, რომელიც მოიცავს ბავშვთა ინტერესების დაცვას ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა საჭირო ადგილებსა და გარემოებებში.