ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 31 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი მაია ნოზაძე და იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატი ლალი ეუაშვილი მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების შესახებ".
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს სამსახურის სერვისები და შესაძლებლობები, რომელიც მოზარდებისათვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.