ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 10 ივნისს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემით: „მედიაცია ბიზნესისთვის“. საჯარო ლექციას უძღვებოდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ესმა ნორაკია და ამავე ბიუროს ადვოკატი, მედიატორი სოფიო ყუბანეიშვილი.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ როგორც სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის უპირატესობები, მედიატორის არჩევა/დანიშვნის, სამედიაციო პროცესის მიმდინარეობის, მედიაციაში მხარეთა და მედიატორის როლის შესახებ საკითხები, ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სექტორისთვის მედიაციის ეფექტურობაზე დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებთან მიმართებაში, ასევე მედიაციაში ადვოკატის როლსა და იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატზე.