ცხელი ხაზი: 292 00 55
5 ივნისს, ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურომ და იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მოსახლეობასთან.
ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ და კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრის დროს მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ქალთა უფლებების შესახებ, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგისა და ტოლერანტობის შესახებ, ასევე მიწის სპორადული რეგისტრაციის შესახებ.
შეხვედრაზე დამსწრეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.