2024 წლის 4 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, მონაწილეობდა გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი  ნინო მასურაშვილი. 

ყარაფილა კონფლისქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელია და იქ მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნინო მასურაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე, "დამცავ" და "შემაკავებელ "ორდენებზე, დანაშაულის პრევენციაზე და იურიდიული დახმარების სამსახურის როლზე, რომელიც უფასოდ ახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას -მათიი სოციალური სტატუსის, გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

ყარაფილას მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.