2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა ქ. ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლის  მე–10 კლასის მოსწავლეებთან.

კონსულტანტმა მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ, ესაუბრა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე. ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.