ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 30 მაისს ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ნინო შარაშიძემ, გვანცა თურმანიძემ, თორნიკე ცივაძემ განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.
ადვოკატებმა გააცნეს მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, კრიტერიუმები, სხვადასხვა პროგრამები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით რეგულირებულ და განსაზღვრულ საკითხებზე, ბავშვთა უფლებებსა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობის ასაკსა და ზომებზე, დისკრიმინაციის, ბულინგის მნიშვნელობაზე და დაუშვებლობაზე, ძალადობის, მათ შორის, ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. თანასწორუფლებიანობაზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე, მათი აზრის მოსმენისა და გაზიარების აუცილებლობაზე, ზოგადი განათლების კოდექსით განსაზღვრულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ადვოკატებმა წარუდგინეს მოსწავლეებს ბავშვებზე მორგებული სარჩელისა და სასამართლოს უწყების ნიმუშები, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა ატარებდა მაქსიმალურად საინფორმაციო ხასიათს, ძალიან ნაყოფიერი და ეფექტური უკუკავშირი მოდიოდა მოსწავლეებისგან, მათ შორის დაბალი კლასის მოსწავლეთაგან და მასწავლებლებისგან. შეხვედრა გაგრძელდა კითვა-პასუხის რეჟიმში,
ადვოკატთა სასიამოვნო ემოციები გამოიწვია მოსწავლეთა მრავალრიცხოვანმა კითხვებმა, რომელიც ეხებოდა ყველა სამართლებრივ საკითხს და განიხილებოდა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია გასცეს ყველა დასმულ კითხვასა და წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.