2025 წლის 27 მაისს  ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა: ნინო შარაშიძემ, გვანცა თურმანიძემ და ელზა ჩიქოვანმა განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

ადვოკატებმა გააცნეს მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, დახმარების კრიტერიუმები, სხვადასხვა პროგრამები. 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით რეგულირებულ და განსაზღვრულ საკითხებზე, ბავშვთა უფლებებსა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობის ასაკსა და ზომებზე, დისკრიმინაციის, ბულინგის მნიშვნელობაზე და დაუშვებლობაზე, ძალადობის, მათ შორის,  ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე, თანასწორუფლებიანობაზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე, მათი აზრის მოსმენისა და გაზიარების აუცილებლობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  ადვოკატებმა წარუდგინეს მოსწავლეებს ბავშვებზე მორგებული სარჩელისა და სასამართლოს უწყების ნიმუშები. 

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია გასცეს ყველა დასმულ კითხვასა და წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. უპასუხეს მასწავლებლების შეკითხვებსაც.