ცხელი ხაზი: 292 00 55
16 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელს ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავა. მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი სახმარების სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ესაუბრა ბავშვთა უფლებების დაცვის, ბულინგის, დისკრიმინაციის და ტოლერანტობის სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც სკოლის მოსწავლეების აქტიურად მონაწილეობდნენ