15 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტი "პარალეგალები".

პროექტი მიზნად ისახავს, პარალეგალობის მსურველთა გადამზადებას, რათა მათ შეძლონ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დაეხმარონ სამსახურს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად აადვილებს და ეფექტურს ხდის იურიდიული დახმარების სამსახურის  ხელმისაწვდომობის გაზრდას ფართო საზოგადოებისათვის.
ვინაიდან პარალეგალები, არიან არაიურისტი პირები ან სამართლის მიმართულების სტუდენტები, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო კონკრეტული პროფესიის ან საქმიანობის ქონა, მთავარია სურვილი და მოტივაცია, სამსახურის მიერ დაგეგმილი პროგრამის საფუძვლიანად გავლა და მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

პროექტის ფარგლებში, სამსახურმა სამცხე-ჯავახეთში,  იმერეთსა და აჭარის რეგიონში შექმნა პარალელების ქსელი. თბილისში პარალეგალობის მსურველთა ჯგუფის დაკომპლექტება თსუ-ს სტუდენტებისაგან დაიწყება.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის  სერვისების შესახებ და უპასუხა მათ კითხვებს.