6 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის და  სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები რუსთავის მე-20 საშუალო სკოლის მოსწავლეებს.

ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის იურისტმა რევაზ ლაღიძემ მოზარდებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო, ხოლო სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატებმა თათოა მაისურაძემ და ოთარ ბიცხრიკიძემ  მოსწავლეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ბულინგის, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის შესახებ, ესაუბრნენ ნაადრევი ქორწინების და ოჯახური ძალადობის სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ადვოკატებთან დიალოგში და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე.