ცხელი ხაზი: 292 00 55
5 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები - თათია მაისურაძე, ოთარ ბუცხრიკიძე და ანა კახოშვილი შეხვდნენ თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ადვოკატებმა მოზარდებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრნენ ბავშვთა უფლებებზე, ბულინგის, დისკრიმინაციის და ტოლერანტობის სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.