2 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის  მოსახლეობასთან, კორბოიულის „საზოგადოებრივ ცენტრში“.

კონსულტანტმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სევისების და საქმიანობის შესახებ. მად დეტალურად ისაუბრა  ქალთა უფლებების, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.