2025 წლის 2 მაისს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა  - ბექა ჯავახიშვილმა, ადვოკატმა  - არჩილ ტუხაშვილმა და  კონსულტანტმა  - ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს  ქ.წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარული სასწავლებელის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას განემარტათ იურიდიული დახმარების წესი და პირობები, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის აპლიკაციის „las Georgia“-ს და სამსახურის ცხელი ხაზის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნა  - ქალთა უფლებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები, „შემაკავებელი“ და „დამცავი“ ორდერის გამოცემის წესი, პირობები და სამართლებრივი საფუძვლები, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ტოლერანტობა და თანასწორუფლებიანობა. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ სამსახურის პრეზენტაცია. 

სიღნაღის ბიუროს თანამშრომლებმა ასევე უპასუხეს შეხვედრაზე  შეკრებილთა კითხვებს მათთვის საინტერესო სხვა და სხვა სამართლებრივ საკითხზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.