ცხელი ხაზი: 292 00 55
2025 წლის 28 აპრილს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ცირა გამცემლიძემ შეხვედრა გამართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეებთან.
ადვოკატმა არასწრულწლოვანებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატს, ტერიტორიულ დაფარვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) და ბავშვის უფლებათა კოდექსის აქტუალურ საკითხებს, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვის და ტოლერანტობის საკითხებს. ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ, კონფიდენციალობის დაცვით.
შეხვედრის ბოლოს ცირა გამცემლიძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.