15 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურასვილი მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ბოჟამი არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელი და შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა. 

ნინო მასურაშვილს ადგილეობრივებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ უფასო სამართლებრივი დაცვის სისტემაზე, იუიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, დისკრიმინაციაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც ბოჟამის მცხოვრებლებს აინტერესებდათ.