2024 წლის 18 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობას. 

ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ დამსწრე საზოგადოებას სამსახურის სერვისები გააცნო. ასევე, წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.

"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. 

წალენჯიხის და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.
მობილური საკონსულტაციო ცენტრით აქტიურად ისარგებლა მოსახლეობამ.

როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia  "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.