2024 წლის 16 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს და სოფლების რწმუნებულებს. 

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ. 

სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი ტორაძემ სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა ნათია ბოჯგუამ ადგილობრივებს გააცნო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრა გაიმართა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.