ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ დამტკიცებული, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს სიმბოლოების აღწერილობა:

ლაჟვარდის არშიით შემოსაზღვრული ჰერალდიკური ფარის ვერცხლის ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი არშიით. მცირე ფარის ვერცხლის ველის ზედა ნახევარზე დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშის მეწამული ხუთჯვრიანი გამოსახულება, ხოლო ქვედა ნაწილში კლასიკური სვეტის მეწამული სტილიზებული ფიგურა.