ადვოკატის საჭიროების შემთხვევაში, პირს შეუძლია ადვოკატის დანიშვნის თხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს. მიმართვა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირადად, ასევე, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. ამისთვის აუცილებელია დაინტერესებული პირი მიბრძანდეს იურიდიული დახმარების სასურველ ბიუროში ან საკონსულტაციო ცენტრში.

მიმართვა ადვოკატის დანიშვნის შესახებ დგება წერილობითი ფორმით და იგი იწერება იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის ან საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის სახელზე. მნიშვნელოვანია, რომ მიმართვაში მიეთითოს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, რითაც დადასტურდება, რომ პირს არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება და სწორედ ამის გამო ითხოვს საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას.