Top
ონლაინ დახმარება

 

გორში, მოსწავლეთა მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

20 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი გორის ლიდერთა სახლის მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მხარეებს - პროკურორები, ადვოკატები, ბრალდებული - თავად მოსწავლეები წარმოადგენდნენ. პროცესის მსვლელობისას მხარეებმა წარმოადგინეს შესავალი და დასკვნითი სიტყვები, დაკითხეს მოწმეები როგროც პირდაპირი, ასევე ჯვარედინი დაკითვის წესის მიხედვით. მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს გამამართლებელი ვერდიქტი.

პროექტი განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროსა და გორის რაიონული სასამართლოს მხარდაჭერით.