3 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
სწავლების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკას, ეთიკის კოდექსის პრინიციპებს, ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. განხილულ იქნა ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობისა და კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობის საკითხები.
ქუთაისის ბიუროში ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტმა 4-თვიანი სტაჟირების პროგრამა 10 მარტს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ისინი ესწრებიან თეორიულ სემინარებს და მუშაობენ რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2008 წლიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში სტაჟირება 70-მდე სტუდენტმა გაიარა.