Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა  გამგეობისგან ბინის ქირის მიღება შეძლო

სოციალურად დაუცველი ქალი ნ.კ. 12 წელი ავარიულ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ერთხელ გასახლებული კვლავ დაბრუნდა, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა. ბინა 2018 წელს საბოლოოდ დაინგრა და ნ.კ. იძულებული გახდა ქირით გადასულიყო. მან მიაკითხა სამგორის რაიონის გამგეობას ქირის თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ასეთ პირობებში მცხოვრები ხალხის ქირის თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სამწუხაროდ,  გამგეობამ ნ.კ.-ს უარი უთხრა ქირის გადახდაზე იმ საბაბით, რომ  მის შვილს ქონდა საცხოვრებელი ფართი და მას დააკისრეს თავისთან ეცხოვრებინა დედა. აღნიშნული უარი გასაჩივრდა მერიაში, მაგრამ უშედეგოდ.

ბენეფიციარმა დახმარებისთვის მომართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს და მისი ინტერესების დაცმველად დაინიშნა ადვოკატი თეა ყაულაშვილი.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები და შეადგინა სარჩელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ  ნ.კ.-ს შვილის ბინა, ექსპეტრიზის დასკვნის თანახმად, არ არის საცხოვრებლად ვარგისი. გარდა ამისა, ბენეფიციარს აქვს მძიმე დაავადება და ისედაც ვერ შეძლებდა ვინმესთან ცხოვრებას.  ამავდროულად, ბენეფიციარი  იკვებება სოციალურად დაუცველთა სასადილოში, სოციალურ დახმარებას კი ნაქირავები ბინის მისამართზე იღებს.

სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ თეა ყაულაშვილის  მოთხოვნები, ახსნა–განმარტება და სრულად დააკმაყოფილა ნ.კ.-ს სარჩელი:  მოპასუხე მხარეს - სამგორის რაიონის გამგეობას დაეკისრა 2018 წლის ივნისიდან თვეში 300 ლარის ქირის დაანგარიშება/გაცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და ქირის გადახდის გაგრძელება შესაბამისი პირობების არსებობამდე.