Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ყაჩაღობაში ბრალდებულ პირს ბრალი ძარცვის მუხლით გადაუკვლიფიცირდა

საზოგადოებრივი ადვოკატი ნუნუ თოდრია სავალდებულო წესით იცავდა ბრალდებულ დ.კ ინტერესებს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ბენეფიციარმა ჩაიდინა  ჯგუფური ყაჩაღობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები). პირველი ინსტანციის სასამართლომ  დ.კ.-ს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა დაცვის მხარე ბრალის გადაკვალიფიცირებას მაშინვე ითხოვდა.

ამიტომ ადვოკატმა ნუნუ თორდიამ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. საზოგადოებრივმა მან ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე -  ბრალდებული მოქმედებდა მარტო და არა ჯგუფურად. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დააყენა  ერთადერთი პირდაპირი მოწმის - თავად დაზარალებულის ჩვენება, რადგან  გამოძიების ეტაპზე იგი განსხვავებულ ჩვენებებს აძლევდა. დაცვის მხარის არგუმენტს ასევე წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ  შემთხვევამდე სულ ცოტა ხნით ადრე პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ გააჩერეს და გაჩხრიკეს სამივე პიროვნება, როგორც ბრალდებულები ასევე დაზარალებული, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა არცერთ მათგანს დანა არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, ყაჩაღობას ვერ ჩაიდენდნენ. აღნიშნულ და კიდევ  სხვა მნიშვნელოვან არგუმენტებზე დაყრდნობით, ადვოკატმა მოითხოვა ბრალის გადაკვალიფიცირება შედარებით მსუბუქ დანაშაულზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და დაადგინა, რომ დ.კ-მ ჩაიდინა ძარცვა (სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) და მას რვის ნაცვლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.