Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე

იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე

იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ბენეფიციარების დახმარება სამემკვიდრეო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამემკვიდრეო ტიპის დავებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება მემკვიდრეობას.

იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური სამემკვიდრეო სამართლიდან გამომდინარე დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

სამემკვიდრეო სამართლიდან გამომდინარე დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) საკუთრებაში არსებული ქონების სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა;
  • კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა;
  • რიგითობის საკითხები კანონით მემკვიდრეობისას;
  • მამკვიდრებლის ქონების განაწილება კანონით მემკვიდრეთა რიგის მიხედვით;
  • მამკვიდრებლის მიერ შედგენილ ანდერძთან დაკავშირებული დავები;
  • ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებლის მიერ თავისი ქონების, როგორც კანონით მემკვიდრეზე, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირზე, მათ შორის იურიდიულ პირზე გადაცემასთან დაკავშირებული დავები;
  • ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული დავები;
  • სავალდებულო წილის მიღება;
  • საანდერძო დანაკისრი (ლეგატი);
  • ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული დავები;
  • სამკვიდროს დაცვასთან და მართვასთან დაკავშირებული დავები;
  • სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავები;
  • ქორწინების გარეშე შობილი ბავშვის მამის მემკვიდრედ ცნობა;
  • უღირს მემკვიდრედ ცნობა;
  • სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა;
  • მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილის, მემკვიდრე­ებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე გადასვლა და თანასწორად განაწილება;
  • ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, მამკვიდრებლის ქონებიდან პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ, სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებული დავები;
  • ერთდროულად კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა;
  • სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული დავები;
  • სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება;
  • ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირების მიერ საკუთარი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით სამკვიდროს მიღება;
  • კომლში კომლის საერთო ქონებაზე, კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებული დავები;
  • საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებული დავები;
  • სიკვდილის მომენტისთვის მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობასთან დაკავშირებული დავები;
  • მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები.

სამემკვიდრეო სამართლის ხსენებულ საკითხებზე პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების (სასამართლოში წარმომადგენლობის) გაწევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, როგორც იურიდიულმა დამხარების ბიურომ, ასევე, სასამართლომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დასაბუთებული განჩინებით.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური სამემკვიდრეო სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, იმ შემთხვევაში თუ: პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების (სასამართლოში წარმომადგენლობის) გაწევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, როგორც იურიდიული დამხარების ბიურომ, ასევე, სასამართლომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დასაბუთებული განჩინებით.

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის" (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე