Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა საცხოვრებელი ფართი დაიბრუნა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი, მომართვის საფუძველზე ახორციელებდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ა.კ.-ს ინტერესების დაცვას. 

გაირკვა, რომ ერთ-ერთმა სამსულიანმა ოჯახმა, 2009 წელს, თბილისში, ზღვისუბნის ქუჩაზე, დაუმთავრებელ კორპუსში უკანონოდ დაიკავა ა.კ.-ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი.  ბინაში შეჭრის დროს მეპატრონე ფიზიკურად ადგილზე არ იმყოფებოდა და ამის შემდეგ, თითქმის 10 წელი,  ვერ ახერხებდა თავის კუთვნილ ბინაში შესვლას. იგი ოჯახთან ერთად 20 კვადრატული მეტრის ფართში გაჭირვებით ცხოვრობდა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა, ბენეფიციარის ინტერესების დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა უტყუარი არგუმენტები. მან მოითხოვა მოპასუხეების მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის გათვისუფლება და  სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის სასარგებლოდ, წლების განმავლობაში, ბინის გაქირავების შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალის სამივე პირისაგან სოლიდარულად გადახდა.

სასამართლომ გაიზიარა უფლებადამცველის პოზიცია და შეზღუდული შესაძლელობის  პირის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ - მოპასუხეებს დაევლათ უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლება.

ადვოკატი მაია დადვანი სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს დავას - მოპასუხე მხარისაგან  ა.კ.-ს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით.