Top
ონლაინ დახმარება

 

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის

დღეს, 22 მაისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეორე დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი .

ტრეინინგზე განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლები. პრეზუმპცია თავისუფლების სასარგებლოდ; პატიმრობის კანონიერება - ფორმალური შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან, სამართლებრივი საფუძვლის უწყვეტობის მნიშნელობა; დაკავება და დაპატიმრება, თავისუფლების აღკვეთის არსებობის შემადგენელი ელემენტები; არასრულწლოვანის დაკავება, დაკავება სამედიცინო ან სოციალური მიზნებისათვის, უცხოელთა დაკავება; მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნები; პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები, ჰორიზონტალური ეფექტი, პროცედურული გარანტიები; პირადი იდენტობა და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატებმა და კონსულტანტებმა. ტრენინგი მიმდინარეობდა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს ტრეინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.