Top
ონლაინ დახმარება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებს ტრენინგზე განიხილავენ

დღეს,15 მაისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვება ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი.

ტერნინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ და “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

ტრეინინგზე განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლები. პრეზუმფცია თავისუფლების სასარგებლოდ; პატიმრობის კანონიერება - ფორმალური შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან, სამართლებრივი საფუძვლის უწყვეტობის მნიშვნელობა; დაკავება და დაპატიმრება, თავისუფლების აღკვეთის არსებობის შემადგენელი ელემენტები; არასრულწლოვანის დაკავება, დაკავება სამედიცინო ან სოციალური მიზნებისათვის, უცხოელთა დაკავება; მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნები; პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები, ჰორიზონტალური ეფექტი, პროცედურული გარანტიები; პირადი იდენტობა და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, რომლებიც აქტიურად არიან  ჩართულნი საკითხების განხილვაში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს ტრეინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.