Top
ონლაინ დახმარება

 

ხანდაზმულთა პანსიონატებს საჭირო პროდუქტები გადაეცა

დღეს, 16 მარტს ხანდაზმულთა პანსიონატებს „ბასილიადა“ და „ჩემი ოჯახი“, ესტუმრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და რამდენიმე თანამშრომელი. როგორც ცნობილია, მოხუცები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცველი მაღალი რისკის ჯგუფის წევრები არიან, განსაკუთრებული საჭიროების გარდა გარესამყაროსთან კონტაქტს ერიდებიან. ამიტომ, უსაფრთხოების წესების დაცვით, სპეციალური პირბადეებით, ხელთათმანებითა და ბახილებით აღჭურვილმა იურისიტებმა, საკუთარი სახსრებით შეძენილი კვების პროდუქტები და ჰიგიენა-დეზინფექციის საშუალებები პანსიონატებს გადასცეს.