Top
ონლაინ დახმარება

 

მემკვიდრეობის საკითრებზე ტრენინგი ჩატარდა

11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ტრენერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ხაჟომია  ადვოკატებსა და კონსულტანტებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონიამ.

ტრენინგზე განიხილეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული  კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითები.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.