Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ ლიას მოსწავლეები თავიანთ უფლებებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი ზვიად ქობალავა და სპეციალისტი ფატიმა შედანია,  2019 წლის 17 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლიას საჯარო სკოლის  მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვედნენ.

იურისტებმა ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, დანაშაულის ცნებისა და სახეების, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, უფლებების შესახებ; ყურადღება გამახვილდა განრიდება-მედიაციის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, ბულინგის, ნარკოტიკული დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობაის საკითხებზე. 

ბავშვებმა დასვეს არაერთი სამართლებრივი კითხვა და ამომწურავი პასუხები მიიღეს

შეხვედრა მიზანი იყო ადრეული ასაკიდან ბავშვებში სამართლებრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა,  მართლშეგნების ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და უსაფრთო გარემოს შექმნა.