Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

ფოთის „ახალი რაიონის“ დევნილთა დასახლებას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

2018 წლის 28 დეკემბერს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ქეთევან გვაზავა და სალომე ჯანჯღავა  ფოთში, ,,ახალ რაიონში“ მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ესტუმრნენ.  შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. 

იურისტებმა დევნილებს გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. ასევე შეეხნენ დევნილებისათვის აქტუალურ სხვა საკითხებსაც. შეხვედრის მთავარი თემა იყო  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხები. იძულებით გადაადგილებული ქალბატონები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილბებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, რაც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.