Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია

13.09.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ტუია ალთანგერელი ესტუმრა. სტუმარმა თავდაპირველად თბილისის ბიურო მოინახულა, დეტალურად გაეცნო კონსულტანტებისა და საზოგადოებრივი ადვოკატების სამუშაო პირობებსა და საქმეთა განაწილების წესებს.

შემდგომ ქალბატონi ტუია ალთანგერელი იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისს ეწვია. სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმარს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც ასახულია ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურის, სერვისების, მანდატის და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობენ და მხარს უჭერენ სამსახურის მუდმივ განვითარებას.