Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურში ინტენსიური ტრენინგები დაიწყო

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის  და იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ოფისებში ტრენინგები  დაიწყო  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების იურისტები დეტალურად გაეცნობიან ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს და ადვოკატთა პრაქტიკაში გამოყენებულ მაგალითებს.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, თაღლითობის გამიჯვნას სამოქალაქო დავებისგან, ავტოსატრანსპორტო დანაშაულსა და ექსპერტიზას;  შრომის, სამშენებლო და უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სამართლის აქტუალურ საკითხებს და ა.შ.

2018 წლის 12 სექტემბერს იურიდიული დახამარების სამსახურის თბილისის ბიუროში შეკრებილ ადვოკატებს იურიდიული დახამრების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი  პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა მიმართეს.  როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, 2018  წლის მარტში ადვოკატებს შორის ჩატარდა გამოკითხვა ტრენინგსაჭიროებათა გამოსავლენად. შეირჩა 8 ყველაზე მოთხოვნადი საკითხი, რომელზეც შემუშავდა სასწავლო მოდულები და ჩაინიშნა ტრენინგები იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისთვის. 

თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგები სერია დაიწყო  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტმა ლევან ჯანაშიამ, რომელიც ადვოკატებს უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლის საკითხებზე ესაუბრება. აღნიშანვია, რომ 2018 წლის მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი გაფართოვდა და სამართლის ერთ–ერთი ახალი სფერო, რომელზეც სამსახურის სერვისების მიწოდება ხორციელდება, სწორედ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავებია. 
შერჩეულ თემებზე ტრენინგების ჩატარება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.